about.jpg 1.59 MB

ალბათ ყველას გვიფიქრია, როგორ დავიკლოთ თვეში 10-15 კილო განწყობისათვის და ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივია – კეტო დიეტა!
კეტოგენური დიეტა არის დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტა. იგი გულისხმობს ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრად შემცირებასა და მათი ცხიმებით ჩანაცვლებას.
საქმე ისაა, რომ როდესაც ჩვენ ვჭამთ ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს (ტკბილეული, ცომეული, თავად შაქარი) გამოიყოფა ინსულინი. ინსულინი ჰორმონია, რომელიც ახდენს გლიუკოზის უტილიზაციას. ინსულინის გამოყოფა იწვევს ორ პროცესს – პირველი, მიღებული ნახშირწყლების გარდაიქმნება ცხიმებად და მეორე, იბლოკება არსებული ცხიმის დაშლის პროცესი. ანუ მაღალი ინსულინის პირობებში ცხიმს ვერ დავწვავთ.
მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით მივიღებთ ნახშირწყლებს. მარტივი შაქრების, იგივე მონოსაქარიდები (თაფლი, ყურძენი, ბანანი). თუ გლუკოზის პოლიმერის, სახამებლის სახით (მაკარონი, მარცვლელული, კარტოფილი, პური) შედეგი ყველა შემთხვევაში იქნება ინსულინის გამოყოფა.
კეტო დიეტის დროს, ნახშიწყლების ამგვარ შემცირებს თქვენი სხეული შეჰყავს მეტაბოლურ მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება კეტოზი.
როდესაც ეს მოხდება, თქვენი სხეული წარმოუდგენლად ეფექტურად დაწვავს ცხიმებს ენერგიის გამოსამუშავებლად. ის ასევე კეტონებად აქცევს ცხიმს თქვენს ღვიძლში, რომელსაც შეუძლია ტვინისთვის ენერგიის მიწოდება. როდესაც რაციონში არ არის ნახშირწყლები, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და კეტო სხეულებად. გლუკოზის ნაცვლად კეტო სხეულები მიეწოდება ტვინს და გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო.
კეტოგენურ დიეტას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის მასიური შემცირება. ამას კი, კეტონებთან ერთად, ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს.